Digest Logo

„ეს დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა!“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი 21 ნოემბრის ენერგიებზე

1795247764
თაკო მელიქიშვილი

21 ნოემბერი - დღე, როცა იღბალი არ უნდა „ჩაგეძინოს“.

დღეს შესანიშნავი დღეა! დღის ენერგიებია: 3 • 6 • 9 - ნიკოლა ტესლას კოდი, წარმატების, იღბლისა და სიუხვის კოდი!

😴 თუმცა 21-ში არსებული ორიანი და მისიის ექვსიანი შეიძლება მოდუნებისა და სიზარმაცისკენ გიბიძგებდეთ.

შეიძლება გაიღვიძოთ და იფიქროთ: „დღეს ხომ შაბათია! თაკო თავი დამანებე შენი რჩევებით! არსად წასვლა არ მინდა, ძილი მინდა!“ არა, ჩემო ძვირფასებო — დღეს ძილი და სიზარმაცე არ გამოგადგებათ!

💃 დღეს აუცილებლად გადით სადმე. სასურველია, ახალი გზით ახალ ადგილას წახვიდეთ და ლამაზად გამოეწყოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ვენერასთან დაკავშირებულ ადგილს აირჩევთ: ლამაზ რესტორანს, თეატრს, გამოფენას, სპას ან სივრცეს, სადაც თავს წარმოაჩენთ, სხვებსაც ნახავთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

📚 დღეს სწავლისთვისაც შესანიშნავი დროა! კურსები, პოდკასტები, წიგნები თუ ლექციები — ნებისმიერი სასწავლო პროცესი სასარგებლო იქნება.

🎶 მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც ენერგიას გმატებთ და ცხოვრების, მოქმედების, შემოქმედებისა და განვითარების სურვილს გიბრუნებთ. ჩართეთ საყვარელი სიმღერა და გაიფიქრეთ: „ღმერთო, რა კარგია! მინდა ვიცხოვრო და ეს სამყარო დავიპყრო!“.

💄 დღეს ნუ წამოწვებით მთელი დღე, ნუ იზარმაცებთ და ნუ ივლით მოუწესრიგებლად, თმა შეკრულები. მისია 6 გირჩევთ, გამოეწყოთ, საკუთარ თავზე იზრუნოთ და სარკეში საკუთარ თავს სიამოვნებით შეხედოთ. ეს დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა!

📝 აკონტროლეთ ფიქრები — იფიქრეთ ბედნიერებაზე, იღბალსა და წარმატებაზე! კიდევ უკეთესი იქნება, თუ სურვილებსა და მადლიერების სიტყვებს კალმით, ფურცელზე ჩამოწერთ. დღეს ამას განსაკუთრებული ძალა ექნება.

🐦 შეგიძლიათ ჩიტები გამოკვებოთ — ბავშვებთან ერთად კი ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება! ასეთი პრაქტიკა თქვენს ცხოვრებაში ფინანსური სიუხვის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

👨‍👩‍👧‍👦 აუცილებლად გაესაუბრეთ ნათესავებს: მამებს, ძმებს, დებს, ბებიებს, დეიდებსა და ბიძებს. შეგიძლიათ შეხვდეთ, ესტუმროთ ან ერთად გაემგზავროთ რომელიმე ლამაზ ადგილას.

💖 ეს დღე არ „ჩაგეძინოთ“! გამოეწყვეთ, განვითარდით, ახალი გზებით იარეთ და თქვენი ცხოვრება ნათელი შთაბეჭდილებებით გაამდიდრეთ. იყავით ბედნიერები, მდიდრები და სიუხვით სავსენი!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარდაიცვალა ქართველი მოჭიდავე ნიკოლოზ ბიბილაშვილი

⭕„რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს“ - ცოტნე ივანიშვილი

⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები...“ - 21 ნოემბრის ფენშუის მიხედვით

✕