ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში BMW -ს მძღოლებზე წერს და ამბობს, რომ გუშინ ისანში მანქანა კინაღამ დაეჯახა. მისი თქმით, ვინც აღნიშნული მარკის ავტომობილს ყიდულობს არის რეგვენი და დუნდუკი.
„სპორტულ BMW რომ ყიდულობ, ხარ დუნდუკი, რეგვენი. ახლა არ დამიწყოთ, რომ ყველა ეგეთი არაა და ა.შ.
კი, ამ მანქანას ყიდულობენ ზუსტად რეგვენი მანევრების გამო და ყიდულობენ რეგვენები, იმიტომ რომ მეტი გაქანება და ტვინი არ აქვთ ამ მანქანის მძღოლებს, როგორც წესი.
გუშინ ისანში ვიღაც BMW მძღოლმა ისეთი მანევრი გააკეთა, მართლა ბეწვზე გადავრჩი. ჩვეულებრივად მკლავდა.
ისიც ხომ გაიგებდა იმ ბავშვის ამბავს, მაგრამ არანაირი დასკვნა, დაფიქრება, უბრალოდ იდიოტია და მორჩა.
კი, თუ რეგვენი ხარ, ნებისმიერ მანქანაზე შეგიძლია გამოავლინო, მაგრამ BMW იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობებს და მაგიტომაც ყიდულობენ.
ასეა და ეს მანქანა ძალიან ბევრს ამბობს ხოლმე მძღოლზე.
ფეხის ამპუტაცია დასჭირდა 10 წლის ბავშვს. ბავშვს რომელიც იდგა გაჩერებაზე თავისთვის და ელოდებოდა ტრანსპორტს პატიოსნად. ჩვენ ასე ვასწავლით შვილებს.
მწვანეზე გადავიდნენ. წითელზე გაჩერდნენ. გაჩერებაზე როგორ იდგნენ. სად დაუქნიონ ხელი ტაქსის და სად - არა.
მაგრამ რად გინდა? აი, რა დავაშავეთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვზრდით ბავშვებს? გარემოში, სადაც ვიღაც ნეხვი გინგრევს ცხოვრებას რაღაც მანევრის გამო?!
გული უძლებს ამ ტრაგედიებს. უძლებს“, - წერს ვიკა ბუკია.
ასევე დაგაინტერესებთ👇