Digest Logo

🎥 VIDEO: „ეს იმათ წააკითხეთ, ვინც საქართველოზე უკრაინასთან მიმართებაში აუგად საუბრობს და „ქართველობის რცხვენია“... ჩემი კომენტარი ზელენსკის უმადურობაზე“ - ჯარჯი

1648883391
ჯარჯი ჯარჯი

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სიას, რომელშიც ჩანს, თუ რა ჰუმანიტარული და ფულადი დახმარება გაუწია საქართველომ უკრაინას. აღნიშნულ პოსტს ფეისბუკ მომხმარებელი ჯარჯი გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ჩემი კომენტარი ზელენსკის უმადურობაზე!

ეს იმათ წააკითხეთ, ვინც საქართველოზე უკრაინასთან მიმართებაში აუგად საუბრობს და „ქართველობის რცხვენია".

🔴ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტიგენტი უცხოეთის ქვეყნებს შორის უკრაინაში საქართველოს ჰყავს, რომლებიც „ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში იბრძვიან.

🔴დღემდე საქართველოდან უკრაინაში დაახლოებით 700 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი;
აქედან: საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით 141 ტონა, ხოლო საპატრიარქომ 30 ტონა ტვირთი გააგზავნა.

🔴GPC-მ და „ფარმადეპომ“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები გაგზავნეს, საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის კი 1 მილიონი ლარის დახმარება გამოყვეს. სააფთიაქო ქსელმა PSP-მ 200 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები გამოყო.

🔴 Biochimpharm-მა კი უკრაინას 40 000 ლარის ღირებულების პრეპარატები გადასცა. ხოლო „ევექსის კლინიკები“, „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“, „პინეო“ და სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ საომარი მდგომარეობის გამო საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობენ.

🔴 „თიბისი ბანკმა“ საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველადი შენატანის სახით 200 ათასი ლარი ჩარიცხა – დღეის მდგომარეობით, ფონდში 1.6 მილიონ ლარზე მეტი მოგროვდა, რომლის ერთი ნაწილი, 501 ათასი ლარი „თიბისიმ“ უკრაინაში უკვე გადარიცხა. ფონდი შექმნა „საქართველოს ბანკმაც“, რომელმაც პირველადი შენატანის სახით 250 ათასი ლარი გადარიცხა – საერთო ჯამში, ფონდში 1.5 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. უკრაინელ ხალხს თანადგომას „კრედო ბანკიც“ უცხადებს, რომელმაც 100 000 ლარი გადარიცხა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციაში. სოლიდარობის აქციაში ჩაერთო მიკროსაფინანსო კომპანია MBC-იც, რომელიც უკრაინას 50 ათასი ლარით დაეხმარა. ამჟამად საქართველოში მყოფ ყველა უკრაინელს „თიბისი ბანკი“ უსასყიდლოდ გადასცემს ჯანმრთელობის დაზღვევას, „საქართველოს ბანკი“ მზადაა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოს, ხოლო „ლიბერთი ბანკმა“ 50 000 ლარი ჩარიცხა წითელი ჯვრის ანგარიშზე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების სახელით კი 42 000 ლარი შეგროვდა. გარდა ამისა, ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.
ამ ყველაფერთან ერთად, ბანკებმა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინეს: „საქართველოს ბანკმა“, პარტნიორებსა და „წითელ ჯვართან“ ერთად, უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, ხოლო „ტერაბანკმა“ უკრაინაში მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები გაგზავნა.

🔴ARDI-მ გამოაცხადა მზაობა ყველა იმ უკრაინელი მოქალაქის ჯანმრთელობის უფასოდ დაზღვევისთვის, რომელიც იმყოფება საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტით, ტურისტული ან სხვა მიზნებით. გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია საქართველოში დროებით მყოფი უკრაინელი დეველოპერებისთვის.

🔴 Wissol-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 120 000 ლარი გამოყო, გარდა ამისა, თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის კომპანიამ საძილე ტომრები გაგზავნა. უკრაინას მატერიალურ დახმარებას ასევე უწევს კომპანია RMG, რომელმაც საქველმოქმედო ანგარიშზე 160 000 ლარი გადარიცხა. კომპანია Socar-ი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს უფასოდ მოემსახურება. საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში მიწოდებას კი კომპანია Gulf-ი უზრუნველყოფს. ომში დაჭრილი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად Rompetrol-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.

🔴 რესტორნები „ჩვენი“, „ქვევრი“, „QooQy Bakery“ უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან. „მადარტმა“, „ბროტპლატცმა“ და „ბაზარმა ორბელიანზე“ საქართველოში მყოფი უკრაინელები საკვები პროდუქტებით მოამარაგეს, ხოლო Dunkin Donuts-მა და Wendy’s-მა მათ საკუთარი ვაუჩერები გადასცეს;
  ქართულმა სასტუმროებმა საქართველოში მყოფ უკრაინელებს დარჩენას უსასყიდლოდ შესთავაზეს „Holiday Inn Tbilisi-მ, Iveria Inn Tbilisi-მ, Sairme Hotels Resorts-მა, Orbeliani Residence Hotel-მა, Folk Boutique Hotel-მა და Hotel Tbilisi Central-მა.

🔴 Luca Polare-მ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 10 ათასი ლარი გამოყო, ხოლო კლუბ „ბასიანმა“ უკრაინელ ხალხს 4-5 მარტის ღონისძიებებზე შემოსული თანხა სრულად გადაურიცხა. მაკდონალდსი და კოკა-კოლა შეუერთდა „მთავარი არხის“ სატელევიზიო მარათონს და თითოეულმა მათგანმა საქველმოქმედო ანგარიშზე 15 000 ლარი გადარიცხა.

🔴საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთს მოიცავს;
  Archi-მ უკრაინის დასახმარებლად 150 000 ლარი გამოყო, საქველმოქმედო ფონდში 50 000 ლარი გადარიცხეს BK Construction-მა და White Square-მა, „ანაგი ჯგუფმა“ კი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.

🔴 მატერიალური დახმარების გარდა, კომპანია „მოდუსი“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის. Alliance Group-ი კი საქართველოში მყოფ უკრაინელებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

🔴 „საქართველოს უნივერსიტეტი“ უკრაინას 1 მილიონი ლარით დაეხმარა, „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) უკრაინელ ტურისტებს მის საერთო საცხოვრებელში განთავსებასა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას სთავაზობს, ხოლო „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.

🔴 „სულაკაურის გამომცემლობამ“ შექმნა ჰუმანიტარული დახმარების ფონდი, რომელშიც ვებ-გვერდსა და მაღაზიებში გადახდილი თანხის 10% ირიცხება. გარდა ამისა, უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება;
  საქართველოს „პირველი არხი“, „წითელ ჯვართან“ ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს მართავს, რომელშიც საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაც“ ერთვება;

🔴 ტელეკომპანია „ფორმულამ“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, სადაც მისი დონაცია 500 000 ლარია. ხოლო მთავარ არხზე, „ნანუკას შოუში“ გამართულ მარათონზე „საქართველო უკრაინისთვის“ 800,000 ლარზე მეტი შეგროვდა;

🔴 „სილქნეტმა“ და „ბილაინმა“ უკრაინის მიმართულებით ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაგზავნა უფასო გახადეს, ხოლო „მაგთის“ IP-ტელევიზიაში უკრაინული საინფორმაციო არხი Ukraine 24 გაეშვა და უფასოდ დაემატა ყველა პაკეტს. გარდა ამისა, „ბილაინმა” უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წითელი ჯვრის ორგანიზაციაში 100 000 ლარი გადარიცხა;

🔴აუდიტორულმა კომპანია Nexia TA Georgia-მ მისი თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინისთვის 10 ათასი ლარი შეაგროვა, ხოლო Majorel Georgia-მ გადაწყვიტა, რომ მისი თანამშრომლების მიერ შეგროვებულ თანხას გააორმაგებს და „წითელ ჯვარს“ გადასცემს. მართვის კომპანია GGM-ის გუნდი უფასოდ დაეხმარება უკრაინულ ბიზნესს, რომელიც მუშაობს საქართველოში და დახმარება სჭირდება.

🔴 სახელმწიფო კომპანიები: „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ მიიღებს და გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით. „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

🔴კომპანია „რექლესმა“ უკრაინის მხარდასაჭერი პრინტით მაისურები გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხის 100% გადაირიცხება უკრაინის ეროვნულ ბანკში. კომპანია „გეფერინი“ უკრაინაში გასაგზავნად 12 ათასი ლარის ღირებულების ფეხსაცმელს გასცემს, „ალტერსოქსი“ უკრაინაში თავის პროდუქციას გაგზავნის, ხოლო „სპილოუ“ – თბილ ტანსაცმელს და ქუდებს. საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი ქართული კომპანიების დიდი ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინელ მოსახლეობას და მათ დასახმარებლად სხვა ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, საკუთარ პროდუქციასაც გზავნის.

🔴Nikora-მ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიშზე 50 000 ლარი გადარიცხა, გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხის 2% უკრაინაში გადაირიცხება. Agrohub-მა 200 უკრაინელ ოჯახს აგროჰაბის 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

🔴 Retail Group Georgia-მ წითელი ჯვრის ფონდში უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა;
 „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ და ფულად დახმარებას გამოყოფს. გარდა ამისა, KTW ჯგუფი უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებელს და დასაქმებას სთავაზობს;
 „კარფური“, „გორგია“, „მაგნიტი“ და „დომინო“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას და პირველადი მოხმარების ნივთებს გზავნიან.

🔴 „კამპამ“, „კულამ“, „კლინტექმა“, „რკომ“, „კოდალამ“, „ჯიპიარმა“, „ფრუტერამ“, „ჩიკორმა“, „მარანი კასრელმა“, „მანნამ“, „კერკმა“, „ანაბეჭდმა“, „ხილარმა“, „ლიმომ“, „ჯინვენტორმა“, „ქეთის არტ სტუდიამ“, „სენსესმა“, „ფრიქსმა“, „ჯეო ჰოსპიტალსმა“, „ლიბემ“, „ბესიმ“, „სოციალურმა საწარმო ანინამ“, „ჯორჯიანმედმა“, „ფესომ“, „ეკოვუდმა“, „ინვეტ ჯგუფმა“, „ედვაიზმა“, „კოსმომ“, „ბერტამ“, „აუგუსტის ხილის ქარხანამ“, „ეი ბი ემმა“, „ახალგაზრდა ფერმერმა“, „დოდოკამ“, „ნოვამ“, „გეფერინმა“, „ნიკოლმა“, „ზედაზენმა“, „თხილის კორპორაციამ“, „გუსმა“, „ჰარმოსფერომ“, „ტენემ“, „ეკო ჯორჯიამ“, „ჯორჯიან ნექტარმა“, „ჯეონატურალმა“ და „სოფიანამ“ უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება და საკუთარი პროდუქცია გამოყვეს, ტვირთის ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება, ნაწილი კი საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი;
  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Smart-ის ფილიალი კვებით უზრუნველყოფს უკრაინიდან დევნილ მგზავრებს, რომლებიც პოლონეთ-საქართველოს ავიარეისებით საქართველოში მოფრინავენ;

🔴 Meama საქართველოს წითელ ჯვარს ეხმარება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს მოთხოვნა პლატფორმაზე – forukraine.meama.ge და მეამას მიწოდების სამსახური სასურველი მისამართიდან წამოიღებს შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებას.

🔴  CARU მიღებული ყოველი შეკვეთიდან 5 ლარს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს. „ჩიკიტაიმ“ კი შექმნა სათამაშოების ახალი ხაზი – მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინელ ბავშვებს;

🔴 „ავტობასი“ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე ტრანსპორტირებას სთავაზობს, ხოლო Wolt-ი და Bolt-ი მათ ფინანსურად ეხმარებიან – უკანასკნელი ევროპის რეგიონში შესრულებული ყოველი შეკვეთიდან 5%-ს უკრაინის დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადასცემს;

🔴 უკრაინელი ხახლის დასახმარებლად საერთაშორისო ლოგისტიკურიმა კომპანიამ Wondernet Express Group-მა 1 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები გაგზავნა. წამოწყებას შეუერთდა „კავკასიის ავტოიმპორტიც“ – კომპანიის გუნდმა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ერთ ტონაზე მეტი არამალფუჭებადი პროდუქტი და 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გააგზავნა;
 უკრაინელებს ფინანსურად „თეგეტა“ დაეხმარა – ომით დაზარალებულ მოსახლეობას მათ 120 ათასი ლარი გადაურიცხეს;

🔴  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] წევრმა კომპანიებმა უკრაინელების მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში 320 000 ლარამდე თანხა გადარიცხეს. ასოციაციის წევრებია: შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი (CCEH), სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „დეკა“. ამასთან, ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა. საქველმოქმედო აქციაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიაც“ ჩაერთო, ხოლო კომპანიის თანამშრომლებმა სისხლის დონაცია გაიღეს;
  ასოციაცია „ანიკა“ ეტლით მოსარგებლე უკრაინელებს საცხოვრებლით დაეხმარება, ხოლო „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ უკრაინის მხარდასაჭერად „საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის“ ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამასთანავე, „ჯეპრა” და „კოლაიდერი” მზად არიან, უკრაინის მოქალაქეებს სამუშაო სივრცე უსასყიდლოდ გამოუყონ;

🔴 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები – „ჯორჯიან ბასი“, „ომნიბუსი“, „სმარტი“, „დანკინი“, „მეამა ქოლექთი“, „ბასკინ რობინსი“, „მედ დიაგნოსტიკა“, „იუნიქი“, „კოფისტა“, მარტის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ;

🔴 WAF-საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ, ერთ-ერთმა პირველებმა შეაგროვა და დღემდე მუშაობენ ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად (თბილი ტანსაცმელი, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშვალებები);
  საქართველომ ომის დაწყებიდან დღემდე მიიღო 9000-მდე უკრაინელი დევნილი;

🔴 საქართველოს ხელისუფლებამ გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხავას დაუჭირა მხარი. ასევე მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიის გამო აღძრულიყო საქმე.

ეს დახმარების არასრული სიაა და ამ ყველაფერს აკეთებს ქვეყანა, რომელსაც თავად 300 000 დევნილი ჰყავს, სიღარიბის გამო სახელმწიფოსგან შემწეობას 450 000-მდე მოქალაქე იღებს, მილიონნახევარი ემიგრანტი ლუკმაპურის საშოვნელად არის ქვეყნიდან წასული, ხოლო ქვეყნის 20% იმ ქვეყანას აქვს ოკუპირებული, რომლის ჯარიც დედაქალაქიდან 45 კილიომეტრში უდგას და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იგივე აგრესია განახორციელოს, რასაც უკრაინაში სჩადის... ამიტომ სანამ ვინმე, საქართველოზე აუგს იტყვის, მანამდე კარგად დაფიქრდეს, ხოლო ვისაც ქართველობის რცხვენია, სადაც მოესურვება იქ წაბრძანდეს!“, - წერს ზვიად ტომარაძე. 

პ.ს. მე კი ვამბობ, რომ ასეთი სოლიდარულები ერთმანეთის მიმართაც რომ ვიყოთ, ეს ქვეყანა
ზე- სახელმწიფო გახდებოდა!“, - წერს ჯარჯი ჯარჯი.

 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ტრაგედია დათო ხუჯაძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს?

🔵„დაბადების დღეს გაწყევლინებთ... თქვე მკვლელო ნაძირალებო! ორშაბათს მოვალ და დამხვდით ყველანი“ - ვის ემუქრება ნიკა გვარამია?

🔵 VIDEO: ქეთა თოფურიამ მოსკოვში კონცერტი ჩაატარა - ნახეთ, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ