საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლი“ - ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს ვაჟიშვილი შეეძინა.
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია გამოეხმაურა.
„გვარში მატება გვაქვს, ქვეყნიერებას მოევლინა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი.
გამრავლდით“, - წერს დარეჯან კვარაცხელია.
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.