Digest Logo

„გვეხმარება ე.წ. ზეიგარნიკის ეფექტის დაძლევაში, როდესაც ტვინი ვერ ივიწყებს დაუსრულებელ პროცესებსა და ემოციურ ვალებს“ - პრაქტიკა ფსიქოლოგისგან

1778247539
ჩემი გადახდილია

ახლა გასწავლით ძალიან კარგ პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება ფსიქომაგიასა და სიმბოლურ მოქმედებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი არაცნობიერი ვერ ასხვავებს რეალურ მოქმედებასა და სიმბოლურ აქტს შორის, ამიტომ ფიზიკური ჟესტი ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე უბრალოდ ფიქრი.

ეს პრაქტიკა გვეხმარება ე.წ. ზეიგარნიკის ეფექტის დაძლევაში, როდესაც ტვინი ვერ ივიწყებს დაუსრულებელ პროცესებსა და ემოციურ ვალებს.

რიტუალი ხელოვნურად სვამს წერტილს იქ, სადაც ცხოვრებამ ღია ჭრილობა დატოვა.

როგორ სრულდება პრაქტიკა?

ფოკუსირება: აიღეთ რამდენიმე მონეტა და ხელში დაიკავეთ. იფიქრეთ იმ დანაკარგზე, წყენაზე ან სურვილზე, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ.

აღიარება: გააცნობიერეთ, რომ ამ გამოცდილებაში თქვენ უკვე გადაიხადეთ ყველაზე ძვირფასი რესურსით – თქვენი დროით და ენერგიით.

გაშვება: გადით გარეთ, ისროლეთ ხურდა და ხმამაღლა ან გულში თქვით: „ჩემი გადახდილია!“

წერტილის დასმა: წამოდით ისე, რომ უკან არ მიიხედოთ.

ეს არის თქვენი ქვეცნობიერისთვის მიცემული სიგნალი, რომ „ტრანზაქცია“ დასრულდა და თქვენ თავისუფალი ხართ.

რატომ არის ეს ეფექტური?

ეს ქმედება მუშაობს, როგორც კოგნიტიკური დისონანსის გადაჭრის გზა.

ალეხანდრო ხოდოროვსკის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „ფსიქომაგია“ ზუსტად ამას გულისხმობს.

არაცნობიერი ვერ ასხვავებს რეალურ მოქმედებასა და სიმბოლურ აქტს შორის. როდესაც თქვენ ფიზიკურად აგდებთ მონეტას, ტვინისთვის ეს არის დასრულებული მოქმედება.

თქვენ წყვეტთ მსხვერპლის როლში ყოფნას და ხდებით პროცესის მმართველი თქვენ თავად „ყიდულობთ“ საკუთარ სიმშვიდეს. როდესაც არაცნობიერი იჯერებს, რომ „ვალები გასწორებულია“, ენერგია, რომელიც წარსულზე იხარჯებოდა, თავისუფლდება ახალი სურვილების ასასრულებლად.

პრაქტიკები საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როცა მათ ნდობით ვუდგებით.

არაცნობიერს უყვარს მეტაფორები და არა მშრალი ლოგიკა.

მომავალში კიდევ გაგიზიარებთ მრავალ მსგავსს პატარა „ტექნიკებს“. 

(რიტმულ ფრაზებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ არაცნობიერზე და გვერდს უვლიან კოგნიტიურ ფილტრებს).

ძალიან წააგავს საკუთარი ძალის დალოცვას. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია კრედიტის მოთხოვნა, იურიდიული საქმეები, დემონტაჟი...“ - 8 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „წონაში „ტვინით“ დავიკელი, ვიყავი ინტუიციურ კვებაზე...“ - ნინო ჩხეიძე გახდომის საკუთარ მეთოდზე

⭕ქეთევან ხატიაშვილი და დავით კაჭარავა პარიზში მოგზაურობს - წყვილი რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს