Digest Logo

🎥 „წონაში „ტვინით“ დავიკელი, ვიყავი ინტუიციურ კვებაზე...“ - ნინო ჩხეიძე გახდომის საკუთარ მეთოდზე

1778237277
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნინო ჩხეიძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი წონის კლება და საკვებისადმის მისი დამოკიდებულება იყო. 

როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პერიოდი წონაში დაიკლო, თუმცა არანაირი სპეციალური დიეტა ამისთვის არ დაუცავს.

„ერთი პერიოდი, ინტუიციურ კვებაზე ვიყავი - ანუ არ ვჭამდი იმას, რაც თვალში მომხვდებოდა, ასეთ დროს ორგანიზმი გეუბნება რა სჭირდება. სხვათა შორის, გაამართლა ამ მეთოდმა, რაოდენობრივად ვიღებდი საკვებს. ამ ბოლო დროს ძალიან მინდება თაფლი.

სახლში არ მივირთმევ საჭმელს. რადგან მარტო ვცხოვრობ, მაცივარში ძირითადად მშრალი საჭმელი მაქვს, შუადღეს კი გარეთ ვსადილობ.

ცილა აუცილებელია, ასევე ვიღებ პროტეინებსაც. ჩემი წონიდან გამომდინარე ვცდილობ, ბევრი არ მივიღო და დღეში დაახლოებით 60 გრამ პროტეინს ვიღებ.

ბოლო პერიოდში, დავიკელი წონაში და ყველა მეუბნება, რომ ძალიან დავიკელი. ზოგს ჰგონია, რომ გავიკეთე „ოზემპიკი“, მაგრამ რეალურად მე დავიკელი ტვინით - ტვინში გადაწყვიტე, რომ მინდოდა დამეკლო წონაში და არ დამიცავს არანაირი სპეციალური დიეტა“, - ამბობს მომღერალი.

ტელეწამყვანის კითხვას, რა არის ის 3 კერძი, რომლის ჭამაც არასოდეს მობეზრდება, ნინო ჩხეიძე ასე პასუხობს:

„მჭადი და ყველი, ფხალეულობა და ასევე ვგიჟდები ხაჭაპურზე, განსაკუთრებით აჭარულზე. ზოგადად ძალიან მიყვარს იმერული სამზარეულო.“

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქეთევან ხატიაშვილი და დავით კაჭარავა პარიზში მოგზაურობს - წყვილი რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

⭕რით მოხიბლეს ერთმანეთი ბუბა ჭოღოშვილმა და თინათინ წულაძემ? - ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „გეგმაში მქონდა, სხვისთვის გამეცნო“ - როგორ გაიცნო თინათინ წულაძემ და ბუბა ჭოღოშვილმა ერთმანეთი? წყვილი პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა