Digest Logo

🎥 „გვიხარია შენი დაბრუნება“ - გიორგი ჯობავა საქართველოშია, რა კადრებს აქვეყნებს სალი წვერავა?

1752470435
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.

მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. გიორგი ჯობავამ გზა მაინც გააგრძელა და ამაზონის ჯუნგლებს ესტუმრა.

ამჯერად კი სალი წვერავა სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ გიორგი ჯობავა საქართველოში ჩამოვიდა. 

გვიან ღამით კი იგი მეუღლეს აეროპორტში დახვდა. 

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„რა კარგია“, 

„მშვიდობით ჩამოსვლას გილოცავ“, 

„სიყვარულები ხართ“, 

„გვიხარია შენი დაბრუნება“, - წერენ კომენტარებში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by S A L I (@salitsverava)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ისაუბრეთ მხოლოდ სანდო ადამიანებთან...“ - 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი