Digest Logo

„გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული, კარგი ურთიერთობა, სტატუსი მაგრამ...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1768633137
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბედნიერებაზე წერს:

„თუ მე ვარ ის, რაც მაქვს და თუ მე დავკარგავ იმას, რაც მაქვს — მაშინ ვინ ვარ მე?“

ეს კითხვა ერიხ ფრომმა დასვა და ის დღემდე რჩება ყველაზე საშიშ და ამავდროულად, ყველაზე განმათავისუფლებელ კითხვად. ჩვენ გვასწავლეს, რომ ბედნიერება „დაგროვებაშია“. გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული, კარგი ურთიერთობა, სტატუსი. მაგრამ რატომღაც, რაც უფრო მეტი „გვაქვს“, მით უფრო გვეშინია ცხოვრების.

ფრომი ამბობს, რომ არსებობს ცხოვრების ორი რეჟიმი: „ქონა“ (როცა ებღაუჭები) და „ყოფნა“ (როცა მიედინები). ერთი ნევროზია, მეორე — თავისუფლება.

სად გადის ზღვარი „მკვდარ“ და „ცოცხალ“ ცხოვრებას შორის და როგორ გადავიდეთ გადარჩენის რეჟიმიდან — სიცოცხლის რეჟიმზე?“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა კონფლიქტები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში