Digest Logo

„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1779282766
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ერთადერთი კრიტერიუმი შეფასებისა, თუ რამდენად სწორად ცხოვრობ შენ,
და რამდენად გაქვს კავშირი ღმერთთან,
რამდენად სწორად ვითარდება შენი ლოცვა,
რამდენად სწორად ეზიარები,
ჰგავხარ თუ არა ქრისტეს — დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან,
განსაკუთრებულად მაშინ, როცა უსამართლოდ გექცევიან,
ყველაზე სწრაფად მაშინ მიხვდები,
ჰგავხარ თუ არა ქრისტეს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

⭕სეტყვა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕რა გააკეთოთ და რას უნდა მოერიდოთ? - თაკო მელიქიშვილი 20 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე