
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დასავლეთში +16, +18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
„მეტეოროლოგიურმა ზამთარმა მიაღწია შუა წერტილს, როგორც წესი, წელიწადის ეს დრო აღნიშნავს „ზამთრის მწვერვალს“ - ყველაზე დაბალი საშუალო დღიური ტემპერატურა წლიურ ციკლში, მაგრამ წელს ზამთრის ეს დღეები მზიანი ამინდის ფონზე მიედინება წინ, გაზაფხულისკენ!
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება მშრალი პერიოდი.
ტემპერატურა დასავლეთში +16, +18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იანვრის ბოლო დღეს მზიანი ამინდით დავემშვიდობებით და თებერვალსაც ზღაპრული ამინდით შევეგებებით“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წამოვიყოლეთ უამრავი ლამაზი მოგონება და შთაბეჭდილება“ - დათო ლიკლიკაძე საქართველოში დაბრუნდა
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში ოცნებები აუსრულდებათ
⭕„რატომ უნდა შეწყვიტოთ შაქრიანი სასმელების მიღება ახლავე?“ - გიორგი ფხაკაძის განმარტება