Digest Logo

„იჯდა, სიყვარულს ასხივებდა, გვეფერებოდა და თითქოს გვემშვიდობებოდა...“ - მაკა რაზმაძე რუსუდან ჩხაიძეს იხსენებს

1766603269
მაკა რაზმაძე

24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება და მასთან გატარებულ დღეებს იხსენებს:

„საშინლად მიყვარხარ.

არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც შეხვდა რუსიკოს და სამუდამოდ არ შეიყვარა ეს საოცარი ადამიანი. ბოლო დაბადების დღე მოიწყო წელს. თვითონ დაგვირეკა სათითაოდ ყველას, გაშალა დიდი სუფრა და შეგვკრიბა სახლში. უბედნიერესი დღე იყო გაბრწყინებული იჯდა, სიყვარულს ასხივებდა, გვეფერებოდა და თითქოს გვემშვიდობებოდა. მართლაც მალევე.

სიკეთით სავსე გული გაუჩერდა. რამდენი ბავშვი გაიზარდა მის სიმღერებზე და შეიძლება ცოტამ თუ იცის, რომ ის სიმღერები რუსიკოს ეკუთვნოდა. მიუხედავად ბობოქარი ხასიათისა, საოცრად თავმდაბალი ხელოვანი იყო და არასდროს იტყოდა ხოლმე ხმამაღლა თავის დამსახურებებზე. სხვებისგან იგებდნენ ხშირად ოჯახის წევრები. ვერ ვიჯერებ, ვერ ვეგუები, რომ რუსიკო აღარ იქნება დედამიწაზე; რომ ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ მოვუყვები ჩემს ამბებს და რომ აღარ მეყოლება ისეთი მეგობარი და მეგობრის დედა, როგორიც რუსიკო ჩხაიძეა.

ბევრი ფოტო გვაქვს ერთად და ყველა ფოტოში ასე ვეწებები და ვეხუტები, როგორც ამ ფოტოზე. აქაც ერთ-ერთი მისი დაბადების დღეა. გადაცემაში აღუნიშნეს ანრიმ და „პრაიმშოუმ“. საოცრად ლამაზი იყო იმ დღეს და ძალიან ბედნიერი“, - წერს მაკა რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა...“ - დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს

🎥 „მშვიდობაში“ - რა საჩუქარი მიიღო შორენა ბეგაშვილმა საახალწლოდ?

⭕ „რა გოგო ხარ...“ - სალომე ღვინიაშვილი წითელ კაბაში პოზირებს