შვეიცარიული საათების ბრენდმა Richard Mille-მ ოფიციალურად გამოაცხადა ისტორიული პარტნიორობა UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი დივიზიონების მსოფლიო ჩემპიონ ილია თოფურიასთან.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბრძოლო სპორტის წარმომადგენელი აღნიშნული ბრენდის ელჩთა რიგებს უერთდება.
„ძალიან ვამაყობ, რადგან Richard Mille-სთან პარტნიორობა უდიდესი მოვლენაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საბრძოლო სამყაროსთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ისეთ ბრენდთან, რომელიც ასოცირდება სრულყოფილებასა და პროფესიონალიზმთან“, - თქვა თოფურიამ.
თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ფილოსოფიას, როგორც თოფურია, ასევე ბრენდი, იზიარებენ ერთსა და იმავე ხედვას: თავდადება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
ცნობისთვის, ილია თოფურიას გარდა Richard Mille-ს პარტნიორები არიან: ალან პროსტი, შარლ ლეკლერი, დიდიე დროგბა, ფელიპე მასა, ჯონ მალკოვიჩი, ლანდო ნორისი, ფარელ უილიამსი, რაფაელ ნადალი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რაც დღეს გაჩერდება არ იყო შენი, რაც შენია მაინც დაგიბრუნდება“ - 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი