ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სანტისთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:
„ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი „სანტი-ბასლა“ ზუსტად ისეთი კაცი დადგება, რაც მისი მამიკო იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელია.
მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი, 100% გაამართლებს. ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება.
მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ“, - წერს თემო პირველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: