Digest Logo

„იმედი მომეცა, რომ მალე კარგად გავხდები...“ - რა მიზეზით მოხვდა საავადმყოფოში თი მაჭავარიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

1680545209
თი მაჭავარიანი

ბლოგერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ის ძლიერი ყურის ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობს.

👉თი მაჭავარიანი ორსულადაა? - რას ჰპასუხობს გამომწერებს?

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც ტკივილის გასაყუჩებლად სხვადასხვა ხერხები ასწავლეს მადლობას უხდის. 

„დღეს ბევრად კარგ განწყობაზე, ვარ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესად ვარ. უბრალოდ, თითქოს იმედი მომეცა, რომ მალე კარგად გავხდები. 

როგორც მივხვდი, მქონდა ვირუსი, რომელიც ახლა ძალიან გავრცელებულია და ძალიან ბევრს აქვს და მე ზოგადად მაქვს ცხვირის პრობლემა, კარგად ვერ ვსუნთქავ, აქედან გამომდინარე დამოკიდებული ვარ ცხვირის გამხსნელ სპრეიზე. ცხვირი რომ კარგად არ სუნთქავდა გაიჭედა და ეს გადავიდა ყურზე.

არ მივედი ექიმთა, გართულდა მდგომარეობა და გამოიწვია შუა ყურის მწვავე ანთება“, - ამბობს თი მაჭავარიანი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული. მენანები იმ ქარისთვის, შენს საფლავზე რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს...“ - შოთო სიხარულიძე მეგობარზე

🔵„მამიკოს სიხარული, ჩემი მეოთხე გოგონა“ - გია ბაღაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🔵„ეს ხდება დიდუბეში... სამივეჯერ ონკანის ფილტრი ასე იყო გატენილი ნაგვით“ - რას წერს შაკო მამუკაშვილი