Digest Logo

„იმისთვის, რომ ბავშვს სკოლაში მივაკითხო ფული უნდა გადავიხადო“ - რამ გააბრაზა თეონა ცხომელიძე

1619431818
თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ვაჟას კვარტალები, თავისი შიდა გზებით, ფასიანი პარკინგით მოუხატავთ, რის გამოც მანქანის დაყენებისთვის საათში 1 ლარი უნდა გადიხადო.  

„დაიჯესტი“ თეონა ცხომელიძეს სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ის რაც თბილისის მერიამ გააკეთა საბურთალოზე (სხვაგან არ ვიცი) არის უსინდისობა!!!!!!!

შემოუვლიათ მთელი ვაჟას კვარტალები თავისი შიდა გზებით და ფასიანი პარკინგი მოუხატავთ! ანუ საათში ლარი უნდა გადავუხადო ჩემს სახლთან რომ გავჩერდე და ბავშვს სკოლაში მივაკითხო ან ბაღში, ან უბნის მარკეტთან გავჩედრე.

ჰაერსაც ვსუნთქავთ, რამე არ უნდა გადაგვახდევინოთ?“- წერს თეონა ცხომელიძე.