
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მთავრობის წარმომადგენლებს მიმართავს და მოითხოვს ომის დროს არსებული პროტოკოლით იმოქმედოთ. მისი ვარაუდით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
„მთავრობა! ჩვენ გვაფრთხილებთ, ამ ჰიბრიდული ომის დროს არ ავყვეთ მეხუთე კოლონის ავანტიურას და პროვოკაციას?
რას ელოდებით? თუ ამას პროვოკაციას თავად არქმევთ, იმოქმედეთ ომის დროს არსებული პროტოკოლით და გაანეიტრალეთ ქვეყნის მტრები!
ეს თქვენი გასაკეთებელია, თორემ ხალხი ისედაც ერთ ნაბიჯშია სამოქალაქო დაპირისპირებამდე!
აღარაა დრო, აღარ!“, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ👇