Digest Logo

„იმპლანტანტის შესაძენად 9000€ შეგროვება შევძელით... ვინც დამცინოდით მაშინ, დღეს როგორაა თქვენი საქმე?“ - დომენიკ მანგო სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

1668693747
დომენიკ მანგო

ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც გაგის უკავშირდება. როგორც ირკვევა, მას 9 000€ -ს ღირებულების იმპლანტანტი სჭირდებოდა, რის შეგროვებაშიც ოჯახს დომენიკ მანგო დაეხმარა.

„გაგის თავის იმპლანტანტი თითქმის მზად არის. უკვე წავიდნენ სტამბოლში იმპლანტატის ჩამოსატანად. ოპერაცია სავარაუდოდ 10-15 დეკემბერს ჩატარდება. ახალ წელს გაგი დაცული ტვინით შეხვდება. ამ იმპლანტანტის შესაძენად 9000€ შეგროვება შევძელით, ხოლო პოსტოპერაციული პერიოდისთვის კიდევ 2500₾ გვაქვს ჩვენს ანგარიშზე.

ოპერაციის პერიოდში ოჯახთან ერთად ვიქნები პალატაში და თქვენც გაიზიარებთ ამ სიხარულს. ვინც დამცინოდით მაშინ, დღეს როგორაა თქვენი საქმე? ან და როგორ შეგეძლოთ ამ საქმეზე სიცილი?“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ამ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა, რომ ოჯახშია. მოუსმინე ვიდეოს“ - დომენიკ მანგო მიმართვას ავრცელებს

🎥 „ჩაშლილი შატალო, მოცეკვავე დაცვა და მკაცრი დირექტორი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თბილისის კლასიკური გიმნაზია

🔵ექიმი მაია იაშვილი გარდაიცვალა