სოციალური ქსელის მომხმარებელი პაულო გვასალია ერთ-ერთ ჯგუფში წერდა, რომ დილის რეისზე, ვაგონში შავი ქურთუკი იპოვა, სადაც კონვერტით 5 000$ იდო. ის მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდა და იპოვა კიდეც. სასიხარულო ინფორმაციას ის თავად წერს.
„მაქვს ძალიან ძალიან მაგარი ამბავი თქვენთვის! პოლიციიდან დამირეკეს ახლახან, დაკარგული ფულის პატრონი ვიპოვე, 70 წლის ბატონი გრიშა, უკვე ვესაუბრე ტელეფონით.
ისე უნერვიულია ფულის დაკარგა ცუდად გამხდარა და საავადმყოფოშია, დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს. დღეს მივდივარ მოსანახულებლად და ფულის გადასაცემად, მითხრა რომ ხვალ გამოწერენ, ხვალაც მივალ სანახავად და გამოვაცილებ საქართველოში...
სამწუხაროდ ჰგონებია, რომ მოჰპარეს ფული, ქურთუკი საერთოდ არ ახსოვდა რომ დაკარგა ნერვიულობისგან. კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს და ასე მიპოვეს უფრო მალე, განცხადება მქონდა დაწერილი პოლიციაში, რომ ფული ვიპოვე ...შეხვედრის დეტალებს გაგაგებინებთ აუცილებლად! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე“, - წერს პაოლო გავასალია
ასევე დაგაინტერესებთ👇
„1 კილო ორაგულის ფილე 58 ლარი რომ ღირდა, 128 ლარი გახდაო“ - რას წერს ავთო დვალიშვილი
🎥 რუსეთში ერთ-ერთ უდიდეს ელექტრომომარაგების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა - შოკისმომგვრელი კადრები