მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს რუსეთს სანქციები დაუწესოს, ეხმაურება და გადადგმულ ნაბიჯს უწონებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ახლა სწორ მხარეს დგას. გარდა ამისა, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა.
„ირაკლის რატომ ლანძღავთ, თქვენი უკრაინის მოქალაქე ბელადიანად ყველა ნაცმა აისხით დანა ჩანგალი ქვაბები, 2008 -ში რომ შეგვატოვეს ისე და გაეშურეთ უკრაინის საზღვრისკენ, მიჰას საყვარლებიან, მომღერალ პრომებიანად, გვარამია „ადვოკატებიანად” ცრუ ჟურნალისტებიანად, მართლა ბნელებო!
ბრძოლა გინდათ? ვინ გიჭერთ? მოკავშირეს ეძებთ, როცა სახლში ქართველი ქართველს ჭამს?
სისხლის აღება გინდათ, ომს ელოდებით? რატომ? აქამდე ვინმემ შეგიშალათ „მტრის” ლიკვიდაცია? კაცი ვიყო, სისხლის აღება მინდოდეს და ღარიბაშვილს ვაბრალებდე ჩემს უბედურებას?
წადით, მიჰა გაიყოლეთ, სასამართლოში დროშის ფრიალი არაა საჭირო, უკრაინის კარლსონს მიეცით დოლი და დროშა ხელში და ჰაიდა ლენკა ხოშტარიან ქვეყნის დამანგრეველი ნაცებიანად!
ვინ გიჭერთ? იომეთ ბატონო, ჩვენ კი ნეიტრალიტეტი გვინდა, ისევე, როგორც უკრაინას, რადგან არავინ არ გაფსამთ ზემოდან, ყველა სათავისოდ გიყენებთ და ტვინი კი გაყინული გაქვთ.
ომი გსურთ? წადით იომეთ. საქართველოს ომის რესურსი არ აქვს და ვისაც სამშობლო მართლა გიყვართ, ომის წინააღმდეგი უნდა იყოთ. არც უკრაინას მშვიდობა აწყობს ვინმეს და იმედია ზელენსკის, რომ ჩააფურთხა „მოკავშირეებს” სახეში, ნეიტრალიტეტის გაჟღერებით, არ გააქრობენ!
გაუშვით ეს გულმხურვალე „პატრიოტები”, მიტინგზე დგომის გარდა და ქართველის ლანძღვის გარდა რამე თუ იციან? წადით, იომეთ. წადით ლაჩრებო.
მშვიდობა უკრაინას, თქვენი დამატებითი პროვოკაცია არავის სჭირდება“, - წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇