რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ცნობილი მისი ინსტაგრამიდან ხდება.
გოგიტიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საკუთარ მსმენელს მისი კონცერტის განრიგი აუწყა.
აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში განკითხვის საგანი გახდა და ამის შემდეგ მომღერალმა ინსტაგრამზე პირველი კომენტარი გააკეთა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„წლები გავა, მშვიდობით და ომებით.. ღვთის სიმართლე ჩამოივლის მორებით და ის ხალხი, დღეს ვინც მე ქვა მესროლა - გმირი ხარო მეტყვის განმეორებით.
არ დავეძებ არც ტალახს, არც დიდებას, ღვთის სიტყვას კი დავატარებ სხივებად.. მადლობა ახალი სიმღერის მოტივაციისთვის.. მალე გამოვუშვებ..
აი, ეს სიტყვები აუცილებლად თქვენს სიზმრებში მოვა.
p.s მგონი, კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე.. და არც მინდა გიცნობდეთ.. ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს.. იყოს ნება ღვთისა.. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის..ამინ“, - წერს მეგი გოგიტიძე ინსტაგრამზე.
ასევე დაგაინტერესებთ: