თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისევ ისრაელის კლინიკაში იმყოფება.
ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა კუპატაძე სოციალურ ქსელში დათის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დამძიმდა.
„მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მსოფლიოში მიმოფანტულო ქართველო ემიგრანტებო, დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, დათი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენი მადლიერია.
ეს ვიდეო რეანიმაციაში როცა იმყოფებოდა, მაშინ არის ჩაწერილი. საავადმყოფოში დავალიანების გამო,
10 დღეა, რაც გადაიყვანეს პალატაში და ისევ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ისევ ახალ ინფექციას ვებრძვით, გუშინაც მაღალი სიცხე ჰქონდა, 39,2.
ძალიან გთხოვთ, ისევ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო თუ შეკელი მნიშვნელოვანია.
უფალმა დაგლოცოთ, თქვენი სიკეთე არ დაიკარგება“, - წერს თეა კუპატაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: