Digest Logo

„ის, ვინც გალაქტიკები შექმნა და ის, რომელიც ბაგაში წევს, ერთი და იგივე პიროვნება როგორ არის?!“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1767859400
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ღმერთის ადამიანად მოსვლა,
ქრისტეს შობა — არის უმწვერვალესი გამოცხადება ღმერთისა,
მაგრამ, ეს გამოცხადება — საშინელი გამოცხადებაა,
იმიტომ, რომ ძალიან იოლია, რომ ადამიანი ვერ მიხვდეს, რომ ჩვილი, რომელიც დღეს ბაგაში ღუღუნებს — გალაქტიკების შემოქმედია,
ძალიან იოლია ადამიანი ვერ მიხვდეს...
ლოგიკურიც კი არის, რომ ვერ მიხვდეს...
„როგორ, პატარა ბავშვია....“ — და გავიარე…
— „ის როგორ არის გალაქტიკების შემოქმედი?!
— „ის, ვინც გალაქტიკები შექმნა და ის, რომელიც ბაგაში წევს, ერთი და იგივე პიროვნება როგორ არის?!“
გესმით, რაშია საქმე?
ამიტომ ძალიან იოლია, რომ გაიარო და წახვიდე....
მაგრამ,
თუ გაიარე და წახვედი — ამით საკუთარი თავისადმი სასიკვდილო განაჩენი გამოგაქვს.
— „აბა რა ვქნა, როგორ მივხვდე“?
— აი, ეს მიხვედრილობა - იესო ქრისტეს ღმერთობისა, არის ის უდიდესი საიდუმლო, რასაც ქრისტიანად გახდომა ჰქვია.
თუ თქვენ ხართ ქრისტიანები — თქვენ ხართ განსაკუთრებული ადამიანები, იმ გაგებით,
რომ თქვენს გულში მოხდა ეს საიდუმლოება,
თქვენ, თქვენი ცხოვრების რაღაც მომენტში, მიხვდით, რომ ის ბავშვი, რომელიც ბაგაში ღუღუნებს — იგივე პიროვნებაა, ვინც გალაქტიკები შექმნა,
და ეს მიხვედრილობა თქვენი დამსახურება კი არ იყო — ეს იყო ღვთის მამობრივი მოწყალება,
რომლის ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია (თუ რატომ მოხდა ეს ჩვენში, რატომ მოხდა შენში, რატომ არ მოხდა ვიღაცაში...)
და ეს ჩვენ ძალიან დიდი მადლიერების საფუძველს გვაძლევს, რომელი მადლიერებაც, შეუძლებელია ჩვენში ცეცხლად არ იქცეს,
მადლიერების ცეცხლად, რომელიც არ მოგცემს შესაძლებლობას თვალი დაუხუჭო ჭეშმარიტებას,
რომ იესო ქრისტე — არის ღმერთი,
და იცხოვრო ისე,
— თითქოს ქრისტე ღმერთი არ არის...
— თითქოს ღმერთი არ მოსულა...
— თითქოს ღმერთი შენს გულს არ შეხებია…“, - წერია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღრუბლიანობა, ნისლი, თოვლი” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

🔵„არასასიკეთოა მოგზაურობა და სახლის შეცვლა...“ - 8 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი

🔵„დახვეწილი ქალი“ - როგორ აღნიშნა თაკო ჩხეიძემ შობა