დედა სიდონია დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. სასულიერო პირი იმ ყველაფერს აღწერს, რაც დარბაზში მონაზონმა მის საწინააღმდეგოდ ჩაიდინა.
„ციანიდის საქმის განხილვას ვესწრებოდი. ტელეფონი მედო ჯიბეში, არ შევხებივარ.
უცბად განათდა, ვიღაცამ უკან რიგიდან ფოტო გადაიღო. ამ დროს მოსამართლეს მდივანმა გოგონამ რაღაც უჩურჩულა და ჩემკენ გამოახედა. მოსამართლემ მომთხოვა - აბრძანდით და დარბაზი დატოვეთო. გავოცდი და რატომ მეთქი. ფოტო რატომ გადაიღეთო?
ხუმრობის ხასიათზე დავდექი და ბავშვივით ვაჩვენე ორივე ხელი, აბა - „ფაფუ“ არ მიჭირავს მეთქი! და დამტოვეს.
მაგრამ, ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი.
რა პარადოქსია, თითქოს მამა გიორგის სამართლიანობის აღდგენის მხარდასაჭერად იყო მოსული და მე მწირავდა უსამართლობისთვის.
დარბაზს ისე დამატოვებინებდნენ სინდისი არ ამხელდა!ამიტომ, გავერკვეთ ჩვენს ორმაგ სტანდარტებში! "სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“, - წერს დედა სიდონია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2023 წლის 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ
🔵„ავარიისას გადარჩენილი ბავშვი გარდაცვლილით შეცვალეს“ - კიდევ ერთი შოკის მომგვრელი ამბავი
🔵დღეს მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს - ცაგარელის რჩევა