„ვივამედის“ დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პოსტი გამოაქვეყნა, რამაც საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გააღიზიანა და ის ნინო ნადირაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა.
„ვანო პრემიერად, ლომჯარია სახალხო დამცველად, ადეიშვილი გადასახადების ამკრეფად. ეგრევე ვიღვიძებთ მონაკოში.
P.S. ხაბე განათლების მინისტრად“, - წერს ნინო ნადირაძე.
აღნიშნულმა პოსტმა საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გააღიზიანა, რის გამოც ნინო ნადირაძეს კომენტარებში დაუპირისპირდა.
„თქვენს მაგივრად მრცხვენია. ისე დაკარგეთ სახე, ვფიქრობ თქვენს მეუღლესაც კი გაუჭირდება მისი პლასტიკური სახით აღდგენა“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ წამს გამოვიარეთ პარლამენტთან, დგანან ბავშვები და ასუფთავებენ“ - მარიეტა შპიტკოვა
🎥 „არ გამოიყენოთ კბილის პასტა დამწვრობის დროს გამაგრილებელი ფუნქციით“ - ზაზა თელიას რჩევები