მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მისმა შვილმა, სანტი ბასლანძემ გადაუღო.
დედა-შვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირა კურორტზე ატარებს:
„სანტიმ აი, ისეთი სურათები უნდა გადაგიღო, „ადიდასის“ რეკლამებში რომ უღებენ ფეხბურთელებსო.
ესეც მაგ სერიიდანაა“, - წერს სალომე ბაკურაძე.
ცნობისთვის, სალომე ბაკურაძის და რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის, ლაშა ბასლანძის საერთო შვილი, სანტი 10 წლის არის.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის ლაშა ბასლანძე 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სანდრო ჩიჩუა შეყვარებულთან ერთად რაჭაში ისვენებს - წყვილის რომანტიკული ფოტოები
⭕„ბედნიერი და დალოცვილი იყავი“ - ირინეოს შენგელია მამამისს დაბადების დღეს ულოცავს