2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რასაც ირანის საპასუხო ქმედებები მოჰყვა, მათ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ისრაელში მყოფი ქართველი მსახიობის ირაკლი ლომაიას ინფორმაციით, ისრაელში სირენების ხმა ისმის, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დახურულია აეროპორტები.
ლომია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ დედასთან ერთად ისრაელის დატოვება ტაქსით უწევთ.
„ღმერთო გზა დაგვილოცე ისევ სირენები ისმის - სხვა გამოსავალი არ გვაქვს აქაც ვერ დავრჩებით!. 🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏 ახლა ამ წამს ჩვენ წინ ორი ბომბი აფეთქდა ჰაერში.
იძულებული გავხდით, რადგან დაიკეტა ყველაფერი, რომ წავიდეთ ეგვიპტეში და იქედან გავფრინდეთ სხვა ქვეყანაში სხვა გამოსავალი არაა.
დაიკეტა აეროპორტები, საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული და იმედია გზაზე მშვიდობით წავალთ“, - ამბობს ირაკლი ლომაია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გოგა მანიას წინასწარმეტყველება ირანი - ისრაელის ომთან დაკავშირებით ახდა