„უბრალოდ შეგახსენებთ, მეც გოგო ვარ, სულ რომ გამატყავო და ილაყბო ბევრი ჩემზე, სვეტსკი თბილისელის დნმ-ს ვერ წამართმევ“ - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ისევ ახალგაზრდა, ბედნიერი და თავისუფალი ქალია.
„ზოგჯერ მეც გავინაზო…
არადა ეს უი ბებერი დამჭკნარი ძუ*ნაო, გავიგე, ასისინდნენ…
რა ვიცი, ფილტრი მე არ მჭირდება და თქვენი ლოცვებით, ჯერ ქირურგი ჩემს სახეს და სხეულს არ შეხებია;
ისევ 20 წლით უმცროსი ბავშვები მართობენ-
ისევ ვმუშაობ ძალიან ბევრს
ისევ ვწერ
ისევ კინოში მიღებენ
ისევ შამპანურით ვისველებ ტუჩებს
-წინა კვირის დეტოქსის შემდეგ
ისევ დავრბივარ
ისევ ვაბოლებ, რაც მომინდება
ისევ ვვარჯიშობ
ისევ მანჰეტენზე ვცხოვრობ
ისევ ჰარვარდელებს ვემეგობრები
ისევ ორშაბათს ვახალტურებ ხოლმე და
ისევ გვიანი rendez-vous პაემანი გვიან საღამოს სამუშაო დღეებში მიყვარს,
ისევ თავისუფალი ქალი ვარ
(free, not single!)
და ნორმალური გოგო ვარ;
ისევ ჩემს მოწონებას და
ალღოს მივყვები
ისევ ჩემი,
თბილისელი გოგოს ლაკონიური, მაგრამ classy სურვილები მაქვს,
მხოლოდ თბილისელებს რომ გვესმის,
რატომ გვისწორდება მაგარი პონტები,
სამუდამოდ რომ
შენთან რჩება;
ისევ ბედნიერების შხეფებს ვიჭერ
ისევ ვიცინი,
როცა ძალიან გულნატკენი არ ვარ,
იმედგაცრუებისგან
ისევ სიყვარულის და
ოცნებების
მჯერა!
და იგივეს გისურვებთ თქვენ! 😁✨
უბრალოდ შეგახსენებთ, მეც გოგო ვარ, სულ რომ
გამატყავო და ილაყბო ბევრი ჩემზე,
სვეტსკი თბილისელის დნმ-ს ვერ წამართმევ
ყბედობით
და ვერ გამაცლი
და, როგორც ერთი კარგი ვაკელი გოგო იტყოდა (როგორ მენატრები, ზოგჯერ, თათი)-
მებლატავება, რომ ნაგლი თბილისელი
ვარ.
i’m from
Tbilisi, hello
და ნუ გავიწყდებათ, როცა ჩემს მძიმე და ზედმეტად ჭკვიანურ მონოლოგებს და პოსტებს კითხულობთ,
ეს ბედნიერების მაძიებელი ერთი გოგოს
ფიქრებია, ხმამაღლა.
nighty night“, - წერს შაფათავა.
🤗✨