განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში და ასევე ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, სადაც სიტყვის დანიშნულებაზე საუბრობს.
მისი თქმით, უნდა ვიფიქროთ ნამდვილი წინადადებების წარმოქმნაზე, რომელიც დღევანდელობას შინაარსს შესძენს.
„სიტყვის დანიშნულება აზრის შექმნაა.
აზრი ბადებს გაგებას.
გაგება აუცილებელია ურთიერთობისათვის.
ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას.
საზოგადოება აშენებს სახელმწიფოს.
სახელმწიფო იცავს ადამიანს.
ადამიანი წარმოთქვამს სიტყვას.
ასე იკვრება წრე-ბორბალი, რომლის მოძრაობა ყოველწამიერად გარდაისახება ისტორიად.
ისტორიის გარეშე არ არსებობს სამყარო, რომელიც სიტყვით არის შექმნილი.
უკვე გათენდა.
იფიქრე რამდენიმე სიტყვაზე და შექმენი აზრი-წინადადება, რომელიც შენს დღევანდელ დღეს ნამდვილ შინაარსს შესძენს“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა
⭕„ქართველი მთა-კაცი და გმირი“ - The New York Times მამარდაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის