Digest Logo

„იტალიიდან გიზიარებთ ჩემს მონატრებას და ფიქრებს...“ - რას წერს ნინო სურგულაძე

1685773364
ნინო სურგულაძე

ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ფეისბუკის პირად გვერდზე სამშობლოსთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„იტალიიდან გიზიარებთ ჩემს მონატრებას და ფიქრებს. 

სიზმარი, რომელიც გახდება ცხადი: 

აფხაზეთი და სამაჩაბლო - ჩვენი ტკივილი და დიდი სევდა, ჩვენი ბავშვობა, მოგონებები... სათუთი ფიქრი და მონატრება… თითქოს მოჰკვეთეს სხეულს ნაწილი და არ ყუჩდება ჭრილობა არამც და არამც… თითქოს აქვეა ყველა უჯრედში, მაგრამ ვეღარ ვგრძნობთ, წაგვართვეს, დროებით გაქრა… ალბათ, გსმენიათ, როცა ადამიანს კიდურს მოკვეთენ, დიდ ხანს მიჰყვება შეგრძნება სიმრთელის, თითქოს გრძნობს, რომ აქვს, მაგრამ ვერ ხედავს… და ბოლოს ხვდება, რომ დაკარგა… მხოლოდ სიზმარში ისევ ახლდება, ისევ მთელდება… და დადის ლაღად. მხოლოდ სიზმარში ხდება მთლიანი და სრულყოფილი, როგორიც ადრე…
აქ უფრო მეტი წაიღეს ჩვენგან, უფრო სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი. ასე ცალი ფრთით რთულია ფრენა, მაგრამ იმედი ბოლომდე რჩება, რომ დავიბრუნებთ დაკარგულ ძმობილთ საქართველოში და საქართველოსთვის შობილთ… ჩვენს სისხლს და ხორცს… ფიცს ძმობის კვლავ ავაჟღერებთ მგზნებარე გრძნობით…

ბევრი ბრძოლების შემდეგ გათანგული შვებით ამოვისუნთქავთ, რომ სამუდამოდ ჩავიკრათ გულში ჩვენი საერთო სამშობლო.
აფხაზეთი და სამაჩაბლო ასე ახლოა და ასე შორი… ჩვენი მიწაა, ჩვენი სისხლია, ჩვენი წარსული და მომავალი… და სიყვარული უზომოდ დიდი, რომელიც დავტოვეთ იქ, ჩვენთან: გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ცხინვალში…

ყველგან ნაგლეჯ-ნაგლეჯ დაფლეთილი გული და სიყვარული დარჩა… და ის იმედი, რომელიც აუცილებლად გახდება ცხადი და ასრულდება სიზმარი ფერადი… გამთლიანდება გული სიყვარულით და ერთიანობის ძალა შეგვაძლებინებს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს, ვიდრე ოდესმე შეგვძლებია… იქნება უფრო დიდი და ძლიერი საქართველო, ვიდრე აქამდე…

დაკარგული ძმები დაბრუნდებიან სახლში, სადაც მათ ყოველთვის ელიან სიყვარულით და მოთმინებით… აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში…საქართველოში!“, - წერს ნინო სურგულაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტად“ დატოვა

🔵2023 წლის 4 ივნისს ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა რიტუალები უნდა ჩაატაროთ რომ სურვილები აგისრულდეთ

🔵ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს