Digest Logo

იწვევს თუ არა კიბოს დამატკბობელი ასპარტამი, რომელსაც გაზიან სასმელებში იყენებენ? - რას ამბობს ზაზა წერეთელი

1688117636
ზაზა წერეთელი

„როგორც ჩანს, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანო, ემზადება ასპარტამის 2B კლასის კანცეროგენად გამოცხადებისთვის. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ასპარტამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელია და ასევე იმიტომ, რომ კიბო ძალიან საშიშია“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი წერს და აღნიშნავს რომ ოფიციალურ დონეზე განცხადება 14 ივლისს გაკეთდება.

„დამატკბობელი ასპარტამი, რომელიც გვხვდება მრავალფეროვან საკვებსა და გაზიან სასმელებში, ოფიციალურად იქნება კლასიფიცირებული, როგორც ადამიანისთვის „შესაძლოა კანცეროგენი“, ასეთი ინფორმაცია მუსირებს ახლა.
როგორც ვარაუდობენ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ( International Agency for Research on Cancer IARC) განცხადებას 14 ივლისს გააკეთებს.

ასპარტამი 200-ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი, ამიტომ გემოს აძლევს კალორიების გარეშე. ის გამოიყენება მრავალი დიეტური ან უშაქრო საკვების ინგრედიენტების სიაში, მათ შორის დიეტური სასმელების, საღეჭი რეზინის და ზოგიერთი იოგურტის ჩათვლით. ასპარტამის შემცველი მაღალი დონის სასმელებია დიეტური კოკა, კოკა ზერო, პეპსი მაქსი და 7 Up Free

დამატკბობელს იყენებდნენ ათწლეულების განმავლობაში და დამტკიცებული იყო სურსათის უვნებლობის ორგანოების მიერ, მაგრამ ამ ინგრედიენტის ირგვლივ იყო კამათი. IARC, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის ჯგუფმა შეისწავლა დაახლოებით 1300 კვლევას ასპარტამისა და კიბოს შესახებ და დასკვნებს 14 ივლისს გამოაქვეყნებს

როგორც ჩანს, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანო, ემზადება ასპარტამის 2B კლასის კანცეროგენად გამოცხადებისთვის. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ასპარტამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელია და ასევე იმიტომ, რომ კიბო ძალიან საშიშია.

IARC კატეგორიები

1 - იწვევს კიბოს

2ა - ალბათ იწვევს კიბოს

2b - შესაძლოა გამოიწვიოს კიბოს

3 - არაკლასიფიცირებადი, როგორც კიბოს რისკი“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნაომი კემპბელი 53 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდა

🔵„იმდენად შევეჩვიეთ სიკვდილს, რომ ემოციები აღარ გვაქვს - აქ სტატუსებით ნუგეშს ვერავის მისცემ“ - ნექტარიოს მჭედლიძე

🔵„დღეს დაწყებული საქმე კარგად დასრულდება“ - მიხეილ ცაგარელი