უკრაინაში მყოფი დეკანოზი, ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პროცესებზე წერს, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ ფარისეველს ჩამოეხსნა ნიღაბი. ამასთან ის ყველას ახსენებს, რომ ყველაზე საშიში რამ გარდაცვალების შემდეგ უფლის წინაშე წარსდგომაა.
„ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ და როდესაც ადამიანს ემართება რამე ვინც ჩემს სულთან ახლოს არის და ვერ ვშველი მძიმედ გამოვხატავ რეაქციებს ! როდესაც იესო ქრისტეს მეგობარი გარდაეცვალა „ლაზარე“ ატირდა ….. ღმერთი ატირდა მეგობრის გარდაცვალებაზე …. იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.
აქ სტატუსებით ნუგეშს ვერავის მისცემ მაგრამ როდესაც ომში ხარ ირგვლივ „ბომბები“ ცვივა, მონასტერში წესს უგებ 5 და 6 მიცვალებულს, 1 წელი რომ 800 კგ ბომბები დაფრინავს შენს თავზე ამ დროს შენი გარდაგეცვლება ადამიანი რომელიც გამორჩეული იყო შენთვის, მე ვერავინ მომაყენებთ ტკივილს და ყველაფერს გადავიტან, ბრძენები ხართ შეიძლება ჩემზე მეტად სულიერები რადგან თქვენთვის გარდაცვალება არაფერია…
იმდენად შევეჩვიეთ სიკვდილს რომ ემოციები აღარ გვაქვს. ერთს მივხვდი აღარასოდეს გაცდება ჩემი მოძღვრება მონასტრის იქით .. იმდენი ყალბი და ფარისეველი ადამიანი შევიცანი მართლა მეშინია მომავლის , ღმერთმა არ მიგვატოვოს თუ არააა ადამიანები ისეთი უსასტიკესები ვართ ერთმანეთის განსჯაში, რომ ხან მგონია ჯოჯოხეთი უფრო უმტკივნეულო იქნება, ვიდრე აქ მონიჭებული გასამართლება ადამიანების მხრიდან!
დედა ღვთისმშობელს ეშინოდა გარდაცვალების და თქვენ ასეთი წმინდანები რა ხართ რომ მგლოვიარე ადამიანი განსაჯოთ რა ფორმითაც არ უნდა გამოხატოს მწუხარება, ეს სიბრძნე გამოგეჩინათ ადამიანის სიცოცხლეში თუ არააა, ის გზა ყველას მოგიწევთ გაიაროთ და გარდაიცვალოთ სულ ტაშ-ფანდურით გაუსვენებიხართ ასი წლის შემდეგ ის ბრძენი ხალხი, უშიშარნო და წმიდანებო. ისე იცოდეთ ყველაზე საშიში გარდაცვალება და ღვთის წინაშე წარსდგომაა! ჩვენი ცოდვების გამო ! მე სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც ვგრძნობ მას და იცის, რა რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე !“, - წერს მამა ნექტარიოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მსურს, „მთავარმა არხმა“ აჩვენოს მეტი ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა - ნიკა გვარამია