მომღერალ, ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს მეორე შვილი 2023 წლის 20 მარტს შეეძინათ - მას დადუ დაარქვეს.
ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ და სოციალურ ქსელში აღარ ჩანდნენ.
ახლახან, კი ბერამ ახალი კადრები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი სოციალურ ქსელს დაუბრუნდნენ და პატარა დადუც გაგვაცნეს.
„რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება გვაჩუქა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში. ლოგიკურია, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე საჯაროდ პირველად იმ ქალაქში გამოგვეჩცინა, სადაც დაიბადა, ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!", - წერს ბერა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 თათა გიორგობიანის ცეცხლოვანი ფოტოები - „ვგიჟდები ისეთი ლამაზი ხარ“