Digest Logo

„იყავი ყოველთვის ისეთი გამორჩეული, კაშკაშა და ბრწყინვალე, როგორიც ხარ“ - დალი ჩიტალაძე 63 წლის გახდა

1774871310
დალი ჩიტალაძე

მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც დღეს, 30 მარტს 63 წლის გახდა. 

მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის ცნობილი სახეებისგან. ტელეწამყვანს ჯანმრთელობა, ბედნიერება და ოცნებების ახდენა უსურვებს:

„დღეს განსაკუთრებული დღეა. დაიბადა ჩემი ყველაზე მოდური, ელეგანტური, კეთილი, თბილი და ერთგული მეგობარი, ქალი ვერსაჩე, დიორი, გუჩი, პრადა,სტილი, კლასი და გემოვნება ერთ ადამიანში.

დალი ის ადამიანია, ვინც ყოველთვის იპყრობს ყურადღებას თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილით და განსაკუთრებული აურით.

მისი გულწრფელობა და სიკეთე ყველას გულს ათბობს დალკა, გილოცავ დაბადების დღეს. 

გისურვებ უსაზღვრო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყველა ოცნების ახდენას. იყავი ყოველთვის ისეთი გამორჩეული, კაშკაშა და ბრწყინვალე, როგორიც ხარ“, - წერს კოკი ფერაზი-ფანგანი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„როგორც ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურები!“ - როგორ აფასებენ ანუკი არეშიძის ახალ ფოტოებს

„მატი არის უსაყვარლესი გოგო, მარწყვი“ - ქეთი ძიგუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„სიყვარული და სილამაზე ადამიანი!💘“ - ნინი ქარსელაძის ახალი კადრები სოცქსელიდან