Digest Logo

„იყო და იქნება ყველასი ყველგან, სადაც საქართველოა... აქედან ცრემლით გაგაცილეთ “ - ვახო ბიჭიკაშვილი დონარა გვრიტიშვილს ემშვიდობება

1761387292
ვახო ბიჭკაშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი  სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ დონა­რა გვრიტიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. 

მისი თქმით, მსახიობს ბევრი სიყვარული შეეძლო, რაც მარტივი არ არის:

„დიდებული ქალი იყო ქალბატონი დონარა.

ბევრის სიყვარული შეძლო. ეს მარტივი არ არის, მაგრამ როცა სიყვარული გლობალურია, როცა ის სამყაროსა და ადამიანს შორის ხიდია, მაშინ ეს უკვე სხვა განზომილებაა.

დონარამ ნახა მრავალი შავი და თეთრი დღე. როცა გიწევს ემიგრაციაში წასვლა და იქ ვერ ახერხებ საკუთარი გენიალურობის რეალიზებას. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვანი ადამიანი შინაგანად „კლინიკურად კვდება“.
ძალიან რთულია, როცა სხვა კონტინენტზეც ისე უყვარდე შენს ხალხს, როგორც საკუთარ ქვეყანაში უყვარხარ და გაფასებენ, აქ ადამიანური სიყვარულისვისაც არ გვცალია. სამწუხაროდ, ეს გამოცდილება ხელოვანი ადამიანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

ჩვენ უფრო ხშირად ემიგრაციაში შევხვდით ერთმანეთს, ვიდრე საქართველოში. იქ არ გვეცალა არავის… აქაც არ გვცალია, მაგრამ მაინც გვიწევდა ხოლმე შეხვედრა, საერთო ახლობლების დაბადების დღეებზე ან საღამოებზე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შინაურად მიცნობდა. ეს ცალკე ბედნიერებაა, როცა შენს შვილს ხატიასნაირი ადამიანი ნათლიად ჰყავს და იცი, რამდენად მძიმეა მისთვის ეს დღეები. 

ბოლო შეხვედრისას სევდიანი იყო დონარას მანათობელი თვალები, მაგრამ ისევ ისეთი თავდაჯერებული, როგორც ყოველთვის იყო, სცენაზეც, კინოშიც და ცხოვრებაშიც.
შვილთან გამომშვიდობების მომენტი კიდევ სხვა სიმძაფრეს სძენს ამ ამბავს, თითქოს ფილმის სცენარივითაა, თავისი ძალიან სევდიანი, მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილი დასასრულით.

თითქოს ბოლო კადრია… და ამის შემდეგ ტიტრებს უნდა ველოდეთ. აი, ეს დატოვა დონარამ, სევდა სადღაც გაუშვა და სიყვარული დატოვა, შინ თუ გარეთ. სამძიმარი ოჯახს, საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში.
დონარა კი ყველასი იყო!

დონარა იყო და იქნება ყველასი ყველგან, სადაც საქართველოა! ჩემო საყვარელო დონარა, აქედან ცრემლით გაგაცილეთ და მიხარია, რომ შენს ქვეყანაში ტაშით გაგაცილებენ“, - წერს ვახო ბიჭიკაშვილი.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„4 თვე და 3 ერთად წამებში გაფრენილი ანგელოზები, რომლებსაც სიცოცხლის სიყვარული არ აპატიეს“ - მეგი ჯაიანის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „კარგი დღეა სესხების, ვალდებულებების ან ინვესტიციების გაანალიზებისთვის“

„მორიელის სეზონი მოგვიწოდებს, მივენდოთ ცვლილებას, გავუშვათ ის, რაც აღარ გვზრდის და გულით მივიღოთ ახალი სიცოცხლე“ - ასტროლოგი მოსალოდნელ ტენდენციებზე