Digest Logo

„იყო ერთი ეზო, ჰყავდა ორი რეზო“ - რა ფოტოს გვიზიარებს რეზი არველაძის რძალი

1781004773
რეზი არველაძის რძალი

მსახიობი ქეთი წიქვაძე სოციალურ ქსელში შვილის, რეზი (უმცროსი) არველაძის უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს, რომელიც მისივე ბაბუა, რეზი არველაძესთან ერთად არის გადაღებული. 

„იყო ერთი ეზო, ჰყავდა ორი რეზო“ - წერს ქეთი წიქვაძე.

პატარა რეზი, თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის მეორე შვილიშვილია. ცნობილი ბებია და ბაბუა აქტიურად არიან ჩართულები შვილიშვილების აღზრდის პროცესში. ისინი ხშირად ანებივრებენ გამომწერებს პატარებთან ერთად გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით.

ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.

ქეთი წიქვაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის მეუღლე გახლავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - რას უმზადებს კოსმოსური ტრანზიტები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

⭕ როგორ მუშაობს კარმის პრინციპი ყოველდღიურ ცხოვრებაში? - „კარმა მხოლოდ ის არ არის, რაც შენთან ბრუნდება, კარმა არის ის, რადაც შენ იქცევი“

⭕„დედის რძის შემდეგ, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი საკვებია დედამიწაზე“ - რას წერს არუნ ხათრი