1992 წელს გამოსული ფილმი „უძინართა მზე“ - უკვდავ ფილმად იქცა, ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში. რეჟისორმა გელა ბაბლუანმა ფილმი, საკუთარი ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა, რომელსაც 7 წელი იღებდა.
ფილმში მონაწილე ექიმის ბენდელიანის შვილის დაუვიწყარი სახე, დათო კაზაშვილის გმირმა შექმნა,რომელსაც ფილმშიც დათო ჰქვია.
თუმცა ალბათ, თითოეული გულშემატკივარი ერთხელ მაინც დაინტერესებულა მისი ბედით, სად არის და როგორ გამოიყურება ახლა იგი?
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ერთ-ერთ მონასტერში მდუმარე ბერად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ იგი ამჟამად გორში, ქირით ცხოვრობს.
დათო კაზაშვილის გამოჩენას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა:
„როგორ არავინ ახსენებს როგორ არავის უკითხია რა გასაჭირშია რა მოუვიდა შეგირცხვათ ყველა მსახიობს ნამუსი სიხარულიძეს თამადობით“,
„მერე ამდენნი ვართ და დავეხმაროთ დავითას ვისაც რა შეგვიძლია ,გავიგოთ ზუსტი კოორდინატები მაგრად გაუსწორდება, „ძმები ხართ, გამიგებთ“ არ გავატაროთ , ეს ხომ დაკარგული თაობაა ,და ბევრი ამ თაობის შვილები ვართ“,
„გენაცვალე შენ როგორ მინდა შენი კოორდინატები გავიგო ძმურად გვერდში დაგიდგე, რა სიმწარე და სირთულე გაიარა ამას ვერავინ მიხვდება“,
„სწორედ კარგი ადამიანები იჩაგრებიან და მედროვე ხალხი ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს“
„ეს ფილმი მართლაც, რომ შედევრია და ამ როლით ეს ადამიანი დაამახსოვრდა სრულიად საქართველოს ეს არის ნიჭი. როგორ მიყვარს“,
„მიყვარს პატარა ვაჟკაცური დათო, ახლა კი უფალს ებარებოდეს უფლის სამსახურში“,
„იყო მდუმარებაში, მაგრამ ახლა სახლშია. გორში ცხოვრობს“,
„მართლაც ისეთი როლი შეასრულა, თავისთვის მტკივნეული, ის როლი რომელიც ცხოვრება ჰქონდა სინამდვილეში და ფილმი თავად არც უნახავს,იმდენად მტკივნეული იყო თავისთვის ეს როლი. წარმოგიდგენიათ?“
„არამარტო გენიალური მსახიობი არამედ გენიალური პიროვნება, უფალი იყოს შენი მფარველი გვიყვარხარ ქართველო“, - წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: