Digest Logo

„ჯადოქრობა, რომელსაც არავინ იჯერებდა“ - ზუგდიდის დადიანების სასახლეში ნაპოვნი უნიკალური „გარდამოხსნა“ გადარჩენილია

1793801552
გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან და ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, წელიწად-ნახევრის წინ ზუგდიდის დადიანების ისტორიულ სასახლეში ნაპოვნი, ფაქტობრივად სრულად განადგურებული ტილო წარმატებით აღდგენა. უნიკალური „გარდამოხსნის“ რესტავრაცია ხელოვნების სასახლის ლაბორატორიაში, რესტავრატორ ნუცა ადეიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს, თავიდან ამ ძეგლის გადარჩენის თითქმის არავის სჯეროდა:

„წელიწად-ნახევრის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეში ნაპოვნი ეს ფაქტობრივად განადგურებული ტილო რომ წამოვიღე, არავის სჯეროდა, რომ მის გადარჩენას შევძლებდით... თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორიის ჯადოქრობები აუცილებლად იმუშავებდა! „გარდამოხსნა“ ზუგდიდიდან რესტავრაციამდე და შემდეგ... რესტავრატორი ნუცა ადეიშვილი. ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორია“, - წერს გიორგი კალანდია.

✕