ექიმი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც სასარგებლო ბაქტერიებზე საუბრობს.
მისი თქმით, ვაგინალური მიკრობიომის ჯანმრთელობა ქალის საერთო კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია:
„ვაგინალური მიკრობიომის ჯანმრთელობა ქალის საერთო კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ლაქტობაცილები - ბაქტერიები, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ ვაგინალურ ჯანმრთელობაში, გამოიმუშავებენ რძემჟავას და ქმნიან მჟავატუტოვან გარემოს. სწორედ ეს ბუნებრივი მჟავიანობა ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ზღუდავს მავნე მიკროორგანიზმების განვითარების შესაძლებლობას.
როდესაც ბალანსი ირღვევა, შესაძლოა გაძლიერდეს დისკომფორტი, გამონადენი, წვა და გამონადენს მიეცეს უსიამოვნო სუნი. ასევე შესაძლებელია, მდგომარეობა გამწვავდეს და დაიწყოს ანთება.
ვაგინალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია:
- რძემჟავა და ბუნებრივი პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღება (მაწონი, კეფირი, უშაქრო იოგუტი)
- დაბალანსებული და ჯანსაღი კვება
- ძილი
- ფიზიკური აქტივობა (ზომიერი და არაგადამეტებული ვარჯიში)
რისკფაქტორები:
- ანტიბიოტიკების არარაციონალური მიღება
- ვაგინალური დუშინგი
- მრავალრიცხოვანი პარტნიორი (დაუცველი სექსი)
- ტამპონების გამოყენება.
- ჭარბი მარტივი ნახშირწყლების მოხმარება
- სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იმუნოსუპრესია.
- ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა
- საშვილოსნოს ყელზე ოპერაციული ჩარევები (მაგ. ელექტროკოაგულაცია)
- ჰორმონული ჰომეოსტაზის დარღვევა ( კერძოდ ესტროგენდეფიციტური მდგომარეობა)
გახსოვდეთ, ჯანმრთელი მიკრობიომი თქვენს ორგანიზმს იცავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების პრევენციასა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“, - წერს მადონა ჯუღელი.
ასევე დაგაინტერესებთ: