Digest Logo

„ჯანქ ფუდი“ აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე წერს

1746711547
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს და „ჯანქ ფუდის“ - {სწრაფი კვება} შესახებ ჩატარებულ ახალი კვლევის შედეგებზე წერს:

„ჯანქ ფუდი“ აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!

თქვენს შვილს თუ უყვარს ჩიფსები, გაზიანი სასმელი და „მაკდონალდსი“ – იცოდეთ, ეს მხოლოდ წონის პრობლემა არაა. ახალმა კვლევამ დაადასტურა: „ჯანკ ფუდი“ აზიანებს ტვინის ფუნქციას და მეხსიერებას.

რა დაადგინა ახალმა კვლევამ?

სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორმა დომინიკ ტრანმა და მისმა გუნდმა აჩვენა, რომ

• ნაჯერი ცხიმებით და შაქრით სავსე კვება (ჯანკ ფუდი) იწვევს ტვინის ანთებას, რაც აზიანებს მეხსიერებას.
• განსაკუთრებით ზიანდება ჰიპოკამპი — ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ორიენტაციაზე.
• შედეგი: გაუარესებული კონცენტრაცია, დაბნეულობა, სუსტი მეხსიერება.

ვის ეხება ეს პრობლემა?

არა მხოლოდ ხანდაზმულებს

• ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდა დიდებსაც!
• ზიანი ტვინზე შეიძლება მდუმარედ დაიწყოს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ადამიანი წონაში მოიმატებს.

როგორ მოქმედებს ჯანკ ფუდი ტვინზე?

• იწვევს ნეიროანთებას — ანთებითი პროცესი პირდაპირ ანადგურებს ნეირონებს.
• ამცირებს ნეიროტროფულ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია მეხსიერების ფორმირებისთვის.
• ხელს უწყობს ინსულინის რეზისტენტობას ტვინში, რაც აზიანებს გონებრივ პროცესებს.

არის გამოსავალი? დიახ!

კვლევა აჩვენებს, რომ:

ტვინის ზიანი შესაძლოა შექცევადიც იყოს, თუკი ადამიანი გადადის ჯანსაღ კვებაზე.

• ჰიპოკამპი შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს, მეხსიერება კი გაუმჯობესდეს — ახალგაზრდობაშიც კი.

ამისთვის საჭიროა:

• ცხიმის შემცირება
• დამუშავებული საკვების ამოღება
• ნატურალური და ბოსტნეულზე დაფუძნებული დიეტა

დღეს მხოლოდ წონა აღარ გვაშინებს — ჯანკ ფუდმა უკვე ტვინამდეც მიაღწია. როცა ბავშვი ყოველდღე ჭამს ჩიფსს, სოსისს და სოდას სვამს — მხოლოდ გულის შეტევა არ ემუქრება მომავალში, არამედ ტვინის დეგრადაციაც. ეს არის ეროვნული საფრთხე. დროა დავასხათ რეალური ყურადღება კვების კულტურას სკოლებში, ბაღებში და ოჯახებში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს ბიჭი არის მაგალითი თავმდაბლობის, ადამიანობის, სიკეთის... ესაა ღვთის წყალობა! მეტირება ისე ვამაყობ“ - ნინი შერმადინი კვარაცხელიაზე

⭕ დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს

🎥 „დროის რბოლა მკაცრი რამ არის, უფლის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა“ - რას ამბობს ნუგზარ რუხაძე ასაკის მატებაზე