
მთარგმნელი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე 83 წლისაა. იგი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც სიბერეზე და წლების მატებაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ნუგზარ რუხაძემ უფალს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ამ წლოვანებამდე მივიდა:
„რა კარგია, რომ საქართველოში პოლიტიკის გარდა ასაკზეც ვლაპარაკობთ, რადგან ეს ყველას გვჭირს. რა თქმა უნდა მსოფლიოში მუშაობს მეცნიერება და დებს სერიოზულ შედეგებს, რეკომენდაციებს, ამის გათვალისწინება ძალიან რთულია, მაგრამ რომ ვამბობთ, სიბერე ჩვენს ფიქრებში, გონებაშიაო, არც ასეა საქმე. სიბერეს თავისი გენეზისი აქვს, დროის რბოლა მკაცრი რამ არის.
განგებ არაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ შევინარჩუნო ასაკი და ჯანმრთელობა. მე უფლის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა“, - ამბობს ნუგზარ რუხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: