
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. მას სამი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
დათას დედა სოციალურ ქსელში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ დათიკოს მდგომარეობა და უღრმესი მადლობა ამისთვის, შეგნებულად არ ვწერ არაფერს, რადგან არ მინდა რამე ისეთი დავწერო, რაც ყველას გულს გვატკენს. მთელი გულით მჯერა, რომ დადგება ის მომენტი, როცა კარგი ამბებით გაგახარებთ. ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი.
ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ, თუმცა მე ღრმად მწამს რომ უფალი დათიკოს მეორედ მაჩუქებს”, - წერს დათას დედა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „თუ რამეს ვაჭარბებ, შვილებს ვფიცავარ“ - ვინ მოიტაცა კლუბიდან კაბუ?