Digest Logo

„ჯორჯიადან ხარო? ... და პიცა უფასოდ გვაჩუქეს“ - ემიგრანტის ემოციური პოსტი

1661411490
ხვიჩა კვარაცხელია

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში იტალიაში თავსგადამხდარი ისტორიის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ლალი ქოქოშვილი წერს, თუ როგორ ექცევიან მას როცა იგებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან არის.

„მოგესალმებით, გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა. ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს.

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა – მეთქი! და გამეღიმა.

ყველა მე მომაშტერდა.

როგორ, გაიმეორეო.

გავიმეორე კიდევ მეორედ და ჯორჯიადან ხარო? და კი - მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს..

ძლიერი და საამაყო ერი ხართო. ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან. ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი“!- წერს ლალი ქოქოშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უცნაურობების და კოსმოსური მოულოდნელობების დღეა!“ - ცაგარელი

🔵„მიშა ევასება და ჩერგოლეიშვილის ოჯახის დანგრევა უნდა, ბოკერია რომ გადაიბიროს“ - ჩერგოლეიშვილი