Digest Logo

„კარგად ნახეთ ეს სურათები, ეს არის საახალწლო პიროტექნიკის შედეგი. პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს“ - გიორგი ფხაკაძე

1672739145
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში  საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებით წერს და დაზარალებული ადამიანების ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, პიროტექნიკა მხოლოდ პროფესიონალების ხელში უნდა იყოს.

„არ მინდოდა ამ პოსტის დადება დღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მე პირადად შემეხო. ჩემი მეგობარი დაზარალდა.
კარგად ნახეთ ეს სურათები, ეს არის საახალწლო პიროტექნიკის შედეგი.

ყოველ წელს რენტგენის ერთი და იგივე სურათები გვაქვს. საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალების ხელში.

საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს.

2021 წელს საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის შედეგად :
დაიღუპა ერთი ადამიანი
31 დეკემბერსა და 1 იანვარს საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 36 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ანი ჩირაძე გადაცემის ჩაწერის დროს წაიქცა - სახალისო კადრები „ღამის პრაიმ ტაიმიდან“

🔵„სამწუხარო ინფორმაცია მომაწოდეს! გთხოვთ, გააზიაროთ...“ - რომში მესამე დღეა ქართველ ემიგრანტს ეძებენ

🔵„დიდება გმირებს“ შეძახილის გამო, რუსეთში ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ