2 ივლისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
აღნიშნულ ცერემონიალზე დიმა ობოლაძესთან და ლიზა წიკლაურთან ერთად თანაწამყვანის როლი ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა მოირგო. გულშემატკივრებს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მიმართა, ასევე მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
ამასთან პარალელურად სოციალურ ქსელში, გავრცელდა სავარაუდო ვიდეომონტაჟი, ღონისძიების მიმდინარეობისას, თითქოსდა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.
აღნიშნულს მოგვიანებით, თავად ბუდუ ზივზივაძე და დიმა ობოლაძეც გამოეხმაურნენ და ინფორმაციის ნამდვილობა უარყვეს. უფრო მეტიც, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საზოგადოების ნაწილს სამართლიანობისკენ მოუწოდა.
აღნიშნულ საკითხს რეპერი მასტერი იგივე გიორგი პავლიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ბუდუს საქციელი მოუწონა.
„კარგი ბიჭია, რომ მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას და ვიღაცებს საშუალებას არ აძლევს უსამართლოდ გადაუარონ ადამიანს!
რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, მეეჭვება იმ ადამიანებს ბოდიშის მოხდის და შეცდომის აღიარების უნარი ჰქონდეთ, რომლებიც ამორალური ლექსიკით ლანძღავენ ადამიანებს.
პირადად ჩემთვის ორმაგად გულდასაწყვეტია, როცა ლამაზი, ახალგაზრდა გოგონები, ახალგაზრდა ბიჭები,
მომავალი თაობის წარმომადგენლები ასე აქტიურად არიან ჩართული ადამიანის მიწასთან გასწორებაში.
ვერანაირი ევრო კავშირი, ნატო, ჩემპიონთა ლიგა, ბერლინის „ფეშენ უიკები“ და ევროვიზიები ვერ გვიშველის თუ ადამიანებმა არ დავიბრუნოთ ადამიანობა!“, - წერს მასტერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: