რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები მასიურად შემოდიან საქართველოში, რათა ომში წასვლა თავიდან აირიდონ.
აღნიშნული თემა ქართველი საზოგადოებისთვის უფრო და უფრო საშიში ხდება და დიდი ნაწილი საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.
ჟურნალისტი ნათია ბერიძე აღნიშნულ თემას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
„ისე, რუსები არ შემოვუშვათო, დეზერტირები არიან წავიდნენ და იომონო, კაცო, კაცი თუ იმიტომ გამორბის რომ უკრაინელების ხოცვა არ უნდა, უფრო არ უნდა შეუწყო ხელი?!
ხოშტარიას მამამ, რუბლებს იმიტომ ვიღებ რომ პუტინმა შეიარაღება არ იყიდოს და უკრაინელები არ ხოცოსო და თქვენ კიდე წავიდნენ იომონო?! რა ვიცი აბა, უკრაინის დროშები მაინც მოხსენით პროფილებიდან და მერე უბიძგეთ რუსებს უკრაინელების ხოცვისკენ.
პ.ს. სულ არ მომწონს რომ შემოდიან, ისე სათქვენოდ ვამბობ ძალიან რომ იხლართებით, თორემ მე რა“, - წერს ნათია ბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 მანიკა ასათიანის ცეკვა სოციალურ ქსელს იპყრობს - ნახეთ, რას წერენ ტელეწამყვანზე
🔵ნახეთ, როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სახლი სოფელ ნაკიფუში