Digest Logo

🎥 „კაცი ყოველთვის უნდა იყოს ინიციატორი, რა ვქნა ძველმოდური ქალი ვარ...“ - სად იწყება ქალის და კაცის ურთიერთობა, სოციალური ქსელი, როგორც გაცნობის მთავარი შესაძლებლობა

1738763697
იმედის დღე

სად იწყება ქალის და კაცის ურთიერთობა და სად არის შეხვედრის მთავარი ადგილი? - სოციალური ქსელი, როგორც გაცნობის მთავარი შესაძლებლობა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს:

„საერთოდ ასე ვთვლი, რომ გოგო ყოველთვის უნდა იყოს თავშეკავებული და თავდაჯერებული. სკოლიდან მოყოლებული მთელ კლასს ვუყვარდი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ქალბატონებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ საკუთარი თავის ფასი და უნდა იყოს მოკრძალებული. უფრო უნდა ვცეთ საკუთარ თავს პატივი. კაცი ყოველთვის უნდა იყოს ინიციატორი, რა ვქნა ძველმოდური ქალი ვარ. კომპლიმენტის, სიმპათიის გამოვლენაში. გაჩუქოს ყვავილები და დაგპატიჟოს სადმე. ვთვლი, რომ კაცმა უნდა გამოავლინოს რომანტიკა და ჩათში მოწერები ჩემთვის ბანალურია, არაფრის მომცემია“, - აღნიშნა მანანა თოდაძემ.

სასიყვარულო ისტორია და კომუნიკაციის დაწყების პერიოდი გაიხსენეს მარიტა მელიქიშვილმა და გიორგი გასვიანმაც:

„ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ სოციალური ქსელიდან გაცნობა დღეს სავსებით ბუნებრივია. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ჩართული ვირტუალურ სამყაროში, შესაბამისად არც უნდა გვიკვირდეს. მთავარი არის როგორ  შეიცანი ადამიანი და როგორ გაგეცნო. რა თქმა უნდა შემდგომში სოციალურმა ქსელმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ურთიერთობაში. პირველი შეხება იყო პროფესიულ თემაზე, რამაც მეტად დამაინტერესა. როდესაც მან თეატრზე მომწერა სიტყვები, მომეწონა მისი სიტყვები“, - ჰყვება გიორგი გასვიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

📸„დიდი ზურგი ხარ ილიასი, მაგრამ ახლა შენი დროა...“ - ალექსანდრე თოფურია სიდნეიდან ფოტოებს გვიზიარებს

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი