ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კორეელი მეცნიერების მიერ შექმნილ ულტრა-მინიატურულ, ბიოაქტიურ პლასტირზე საუბრობს, რომელსაც ადამიანის კბილების ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულირება შეუძლია:
„მომავლის სტომატოლოგია: იმპლანტატი წარსულს ჰბარდება!
კბილების ხელახალი ზრდა რეალობა ხდება! სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა რევოლუციური გარღვევა მოახდინეს:
მათ შექმნეს ულტრა-მინიატურული, ბიოაქტიური პლასტირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის კბილების ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულირება!
ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დაზიანებული ან დაკარგული კბილების იმპლანტებით ჩანაცვლების ნაცვლად, საკუთარი კბილების ხელახალი გაზრდა შევძლოთ!
რატომ არის ეს გარღვევა?
ბუნებრივი აღდგენა: პლასტირი ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ მექანიზმებს, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ხელოვნური სტრუქტურები.
ინოვაციური ზომა: უმცირესი ზომის წყალობით, მკურნალობა ხდება ნაკლებად ინვაზიური და მაქსიმალურად ზუსტი.
დაემშვიდობეთ ბურღს და იმპლანტატებს!“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც 13 დეკემბრის შემდეგ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება
⭕გია და მანუ მურღულიების უცნობი ფოტო არქივიდან - „როდის იყო, ნამდვილი სიყვარული სადმე მიდიოდა?!“