Digest Logo

„კეთილები“ არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მცირე ბიუჯეტით და დიდი მონდომებით გააკეთოს წარმატებული Youtube-სერიალი“ - გიორგი კეკელიძე

1674933280
კეკელიძე და კეთილები

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე იუთუბ სერიალის „კეთილების“ შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს პროექტი არის დასტური იმისა, თუ როგორ შეძლება მცირე ბიუჯეტის მიუხედავად ხარისხიანი პროდუქტი შექმნან ნიჭიერმა ადამიანებმა.

„კეთილები არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მცირე ბიუჯეტით და დიდი მონდომებით გააკეთოს წარმატებული Youtube-სერიალი, ძალიან ავთენტური პერსონაჟებით, განსაკუთრებით ნუგზარითა და ლუიზათი. მხოლოდ წარმატებას და მეტ განვითარებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი კეკელიძე და კომენტარებში განმარტავს, რომ ამ სერიალმა მისი დეპრესიიდან გამოსვლაში გარკვეული როლი შეასრულა.

„დეპრესიიდან გამოსვლის პერიოდში წავაწყდი და ძალიან წამადგა. ახლაც, შფოთვების შემოტევებისას ვუბრუნდები ხოლმე, გამარჯვების ასოციაციები მაქვს. გულწრფელად თუ გაინტერესებთ, კომედი შოუში მათი ეპიზოდები დიდად არ მომწონდა, მგონია რომ ძალიან შეზღუდულები იყვნენ, სერიალში აშკარად იპოვეს საკუთარი თავი. p.s. აქ შეიძლება ვიღაცები ჩემგან ანტონიონის და რომერის რევიუებს ელიან, მაგრამ მე მირჩევნია ტოპეს და ტანჯულას შევაწიო სიტყვა“, - აღნიშნავს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⚫„ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია“ - გიორგი კეკელიძის ემოციური ამბავი

„კარგია სასიყვარულო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, ვაჭრობა“ - ცაგარელის დღის რჩევა

„სინაგოგაში სასაკლაო მოაწყვეს ამ საღამოს… ამასაც გადავატარებთ, ცხოველები ვართ…“ – ანა კოლ-შიმშილაშვილი