მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ სოფელ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ძალადობის შესახებ რამდენიმე დღის წინ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.
„ის მონაზონი კი არ გააუპატიურეს, ღრმად მორწმუნეები იყვნენ და ეგ უბრალოდ ღმერთთან სწრაფი და ხარისხიანი კავშირისთვის გამოიყენეს…
აქ @ლე არავინ არ არის კი არა და „პაგალოვნად“ მორწმუნეები ყრია პაჩკობით წილხვედრში…“, - წერდა მაია დარსმელიძე.
მუსიკოსმა მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა მის მიმართ აგრესია დღემდე არ წყდება. ახლახან მაია დარსმელიძემ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი გაავრცელა.
„ცოფს ღვრიან, კედელი გახსენი, თორემ სათანადოდ ვერ ვიცლებითო, გადაწიწმატდნენ ცაკალელები.
ხან შსს დათაგეს, ხან კბილებს შორის გაჭედილს „აჰეშთეგებენ“ ეს „ცვეტში“გაჭედილები.
ამათ რომ არ ევასები - სწორ გზაზე ხარ, თავო ჩემო, ძვირფასო.
ჩემი პოსტის პოპულისტურად დამახინჯებულ შინაარსზე აღარაფერს ვიტყვი, ძალიან ბევრი ვთქვი და ვინმემ თუ გამოტოვეთ, ქვეით „ჩასქროლეთ“.
პ.ს .ეს უკვე „ნახალკებს“ მტენიან, რაც არ გითქვამს დაიბრალეო, თორემ მთელი სიმწრით ასაგორებელი შავი პიარი ჩაგვიფლავდა და ჩაგივიდედისმუტელდა“, - წერს მაია დარსმელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თამარ სხირტლაძის აქამდე უცნობი კადრები - გარდაცვლილი მსახიობის ცეკვამ დიდი მოწონება დაიმსახურა