Digest Logo

„ხანდახან ეჭვი მეპარება ღმერთის არსებობაში... ჯოჯოხეთი აქაა ახლა, ნიკა წულუკიძის ოჯახში… სად ხარ, ღმერთო?“ – თეა ხასაია

1651651104
თეა ხასაია და ნიკოლოზ წულუკიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა ხასაია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. 

„ხანდახან ეჭვი მეპარება ღმერთის არსებობაში. არც გასკდა ეს გული.

სიტყვები უძლურია. რატომ?? რა დააშავა პატარა ანგელოზმა??? როგორ უნდა გაუძლოს მშობელმა ამას?? როცა სისხლი უცხოს გეყინება… დავწერე, წავშალე, მეზიზღება ეს სამყარო… ყველაფერს ვუძლებ ძაღლივით, ოღონდ პატარები არა, ღმერთო… 

რატო დავწერე ახლა ეს??ცრემლიან კომენტარებსაც ვერ გავუძლებ და წავშლი, პოსტსაც, ფუ, ამ სატანის დედაც ვატირე, სად ხარ, ღმერთო.

რანაირად გავიზიარებ ამ ტრაგედიას, ვერანაირად ვერ გავიზიარებ, სიყალბეა ეს ვთქვა, გაიზიარო, ნიშნავს იმავე ცეცხლში დაიწვა. მე კი დავლევ საძილეს და დავიძინებ, რომ გავძლო. ჯოჯოხეთი აქაა, ახლა, ნიკა წულუკიძის ოჯახში“, - წერს თეა ხასაია. 

ცნობისთვის, 3 მაისს ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის შვილი  კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დაახლოებითაც კი ვერ გავიაზრებ უბედურების განცდის იმ მასშტაბს, რაც ჩემი უსაყვარლესი მეგობრის და მისი მეუღლის გულში, სულში და გონებაში ტრიალებს…“ - ნიკოლოზ რაჭველი

🔵🎥 „ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ახლობლების დაკარგვის, რასაც მგონია, რომ ვერ მოვერევი“ - ნიკოლოზ წულუკიძე

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი